BCC ჯგუფისა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თანამშრომლობა 06/07/2009
BCC ჯგუფსა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც BCC ჯგუფი ასოციაციის წევრებისათვის უნზრუნველყოფს უფასო იურიდიული კონსულტაციების განხორციელებას.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელი იქნება საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (აღნიშნული საფოსტო მისამართი უახლოეს მომავალში გამოქვეყნებული იქნება ასოციაციის მიერ) ან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ კვირაში ერთხელ შეხვდნენ ჩვენი კომპანიის იურისტებს უშუალოდ ასოციაციის ოფისში.
ამ პროექტის თანხმად თურქ ინვესტორებს შესაძლებლობა ეძლევათ წინასწარ მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, მათ შორის გადასახადების შესახებ, კომპანიათა რეგისტრაციის წესების შესახებ, ბინადრობის მოწმობების მიღების პროცედურების შესახებ და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის თანახმად, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალკვალიფიციური კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოდ. |